Wednesday, September 13, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

                   
                                     მეოთხე დღის რეფლექსია


      დღევანდელ დღეს პირველ რიგში გავიარეთ განვლილი მასალა. შემდეგ განვიხილეთ სახლში გაკეთებული დავალებები და მივიღეთ სასარგებლო შენივნები.ვისწავლეთ ფონების შეცვლა, გვერდების შექმნა და ჩვენს ბლოგებზე მიმაგრება. განვიხილეთ პროექტის შეფასების ჩარჩოდა მივიღეთ დავალებები.

Tuesday, September 12, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

                                 

                                     მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


              ზოგადი კითხვა                   

                     -   რა როლს ასრულებენ ცხოველები ჩვენს ცხოვრებაში?
               

             თემატური კითხვა
             
               -  რა გავლენას ახდენს  ფერმები ადამიანის ცხოვრებაში?
                 
              -  რა მნიშვნელობა აქვს ცხოველების კარგად მოვლას და კვებას
?
  

           შინაარსობრივი კითხვა 

                  ჩამოვთვალოთ ინგლისურად ცხოველები

                  რომელია თვლადი და უთვლადი ცხოველები ინგლისურში ენაში

                 

მესამე დღის რეფლექსია

                                     
                                                     მე - 3 დღის რეფლექსია


                 დღევანდელი დღე იყო უფრო ნაყოფიერი და შრომისუნარიანი, შევადგინეთ ახალი პოსტი " პროექტის მიზნები" , სადაც ჩვენ ჩამობვაყალიბეთ გეგმა თუ რა და როგორ უნდა იმუშაონ ბავშვებმა პროექტზე, ასევე მივიღეთ შენიშვნები ტრენერისაგან და გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი.
         გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითებს.

Friday, September 8, 2017

პროექტის მიზნები

                                           
                                                           პროექტის მიზნები


         -  ბავშვები იძიებენ  სურათებს,ინფორმაციას თუ როგორ გარემოში არიან ცხოველები, მატანში არსებულ ფერმებში.  რა არის მათი საარსებო დღიური ნორმა, როგორ და რით იკვენებიან,საზიანო საკვებთან ხომ არ ააქვთ კავშირი და როგორ პროდუქტს მოგვცემს ასეთი ცხოველები, რომელიც აუცილებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
     -  ბავშვები მიდიან მატანში არსებულ ფერმებში, ატარებენ გამოკითხვას ფერმერებისაგან, პარალელურად ინტერნეტ- წყაროებიდან ეცნობიან ცხოველებზე ინფორმაციას.
     - ბავშვები ამის შემდეგ ერთმანეთს გაუზიარებენ მოძიებულ მასალას..
    -  გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებეს,გააკეთებენ ჩასწორებებს თუ არ არის მიზანთან (ფერმის პროექტთან) ახლოს, შეაჯმებენ მასალას.იმსჯელებენ არის თუ არა ასეთი პროდუქტი სასარგებლო ადამიანისათვის
   -  წარმოადგენენ პროექტის პრეზენტაციას სლაიდების საშუალებით

პროექტის იდეა

  ფერმა
   მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან  სოფელ მატანში მოქმედ ფერმებს,გაეცნობიან ფერმების  საინტერესო ისტორიულ წარსულს.                                       
         მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევა- ძიებას ,თუ რას საქმიანობენ ფერმაში ,რომელი ცხოველები ყავთ,რას აჭმევენ და როგორ უვლიან მათ,რა .საკვებს გვაძლევენ ისინი.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები.გაუჩნდებათ ინტერესი ,რომ
თვითონაც ქონდეთ ასეთი ფერმა და ყავდეთ ბევრი შინაური ცხოველი .